ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ს აკადემიურმა პერსონალმა სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის ტრენინგში მიიღო მონაწილეობა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივესიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია ძაძამიამ  და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა  ნანა მაზმიშვილმა მონაწილეობა მიიღეს 16-20 ოქტომბერს, ქალაქ სტოკჰოლმში (შვედეთი), სამეფო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამართულ ტრენინგში. ინტენსიური, ინტერაქტიული ტრენინგი „უმაღლესი განათლების გაძლიერება“ მოიცავდა თანამედროვე სამუშაო ბაზარზე არსებული მოთხოვნების და უმაღლესი განათლების სისტემის შინაარსისა და სტრუქტურის მისადაგებას ინოვაციური მიდგომების და სწავლება/სწავლის ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველყოფის გათვალისწინებით. სწავლების სტრატეგიული თემები ეხებოდა შედეგზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მეთოდების მნიშვნელობას, შეფასების მეთოდებს, სწავლების ხარისხის სტრატეგიულ საკითხებს, პროფესორ-მასწავლებლების სამუშაო დატვირთვის გამარტივების გზებს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ტრენინგი ასევე ემსახურებოდა უმაღლესი განათლების განვითარების გამოწვევების გააზრებას თანამედროვე კლიმატური ცვლილების ფონზე და აღნიშნული გამოწვევების დაძლევის გზების მდგრადობის უზრუნველყოფის ხედვის გაზიარებას პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის.

ტრენინგი „უმაღლესი განათლების განვითარება“ ჩატარდა „ერაზმუს+“-ის პროექტის „უმაღლესი სასწავლებლების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრია 4.0 პარადიგმის მიმართულებით საქართველოსა და უკრაინაში (609939-EPP-1-2019-1-BE-EPPKA2-CBHE-JP“-ის („BOOSTING THE ROLE OF HEIs IN THE INDUSTRIAL TRANSFORMATION TOWARDS THE INDUSTRY 4.0 PARADIGM IN GEORGIA AND UKRAINE (609939-EPP-1-2019-1-BE-EPPKA2-CBHE-JP)) ფარგლებში.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა