ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში საგრანტო პროექტის PROMENT-ის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სურათი

„ერაზმუს+“-ის  საგრანტო პროექტის „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით - PROMENT” ფარგლებში, ბსუ-ში მორიგი შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანია სტუდენტთა კარიერული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა პროფესიული და სოციალური უნარების გაუმჯობესება მენტორინგისა და ტუტორინგის გზით. PROMENT პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის გუნდი დაკომპლექტდა ბსუ-ს ადმინისტრაციული პირების, სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახურის და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისგან.

პროექტის მენეჯერმა ლელა თურმანიძემ პროექტის გუნდს გააცნო პროექტის მიზანი, დაგეგმილი ამოცანები, სასტარტო შეხვედრის შედეგები. შეხვედრაზე შემუშავდა პროექტის მიზნებთან თავსებადი სასწავლო კურსების შემუშავებისა და სხვა აუცილებელი აქტივობების გეგმა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა