სემინარები

სემინარის თემა: „თხოვნის სოციოპრაგმატული პარამეტრები ირიბ სამეტყველო აქტებში“ ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ასმათ არძენაძე. ჩატარების დრო: 12.07.2021 17.00 სთ.

თანამედროვე ენათმეცნიერებაში ანთროპოცენტრული სამეცნიერო პარადიგმის ფარგლებში, სულ უფრო აქტუალური ხდება კომუნიკაციის თეორიასთან დაკავშირებული საკითხების კვლევა, კერძოდ, სამეტყველო აქტების თეორიის შესწავლა. XX ს-ს დასასრულს - XXI საუკუნეების დასაწყისში პრაგმალინგვისტიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

პრაგმალინგვისტიკის საფუძველია სამეტყველო აქტების თეორია, რომლის ფუძემდებელი გახლავთ ჯ. ოსტინი, რომელსაც შემდგომ დაემატა ჯ. სერლი და მათი მიმდევრები. სამეტყველეო აქტების თეორია ინტერესდება ენის ილოკუციური ძალით (კომუნიკაციური განზრახვა), რაც საშუალებას აძლევს მას ენა განიხილოს კომუნიკაციურ-პრაგმატულ ასპექტში და ესოდენ  აქტუალურია ასევე ენის ლინგვოკულტურული შესწავლისას.

კვლევა ეძღვნება თხოვნის სამეტყველო აქტს.  თემის არჩევა განპირობებულია ზოგადად სამეტყველო აქტების შესწავლის, სწორი ინტერპრეტაციისა და გამოყენების მნიშვნელობით. ენათმეცნიერების თანამედროვე ანთროპოცენტრული პარადიგმის ფარგლებში, ენის, როგორც სამეტყველო ქმედების შესწავლა არ იწვევს ეჭვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრება სამეტყველო აქტების შესწავლის აუცილებლობა, ამაზე  მეტყველებს აგრეთვე დიალოგის ჟანრის საკმაოდ ფართო გავრცელება თანამედროვე კომუნიკაციის პირობებში.  შესწავლის ობიექტია თხოვნის სამეტყველო აქტი, მისი ირიბულობის ეფექტი პრაგმატული სიტუაციიდან გამომდინარე.

ირიბი თხოვნა მნიშვნელოვნად ამცირებს გამონათქვამის კატეგორიულობას, რის გამოც მას საკმაოდ ფართო გამოყენება აქვს:  ხშირ შემთხვევაში  პირდაპირი სამეტყველო აქტის გამოყენებას შეგნებულად არიდებენ თავს, ირიბი თქმა თითქოს გარანტიას იძლევა შემდგომში სამეტყველო თუ არასამეტყველო კომუნიკაციის გაგრძელებას.  ამ ტიპის მოთხოვნა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ადრესატს აძლევს შესაძლებლობას უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა