სემინარები

სემინარის თემა: „რუსული პოსტმოდერნიზმი - თავისებურებანი და განვითარების ტენდენციები“ . ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებილი პროფესორი ნანა ქაჯაია. 30 ივნისი, 2021. 18:00

სამეცნიერო სემინარის თემაა რუსული პოსტმოდერნიზმის განვითარება და ძირითადი თავისებურებანი.

პოსტმოდერნიზმი არის მიმდინარეობა  მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის კულტურაში. მისი ძირითადი მახასიათებელი გახლავთ ის, რომ წარსულის კულტურულ მემკვიდრეობას პოსტმოდერნიზმი განიხილავს როგორც თამაშით ათვისების, ირონიული ციტირების, სტილიზაციისა და სხვადასხვა კონტექსტში სიტუაციური გააზრების  ობიექტს.

თუკი მოდერნიზმი ახალი ფორმების შექმნით ხასიათდება, პოსტმოდერნიზმი არსებული ფორმების ხელახლა გამოყენებაზეა ორიენტირებული. ამ ფორმების, ციტირებებისა თუ სტილისტური დეტალების გამოყენება შეიძლება იყოს როგორც სერიოზული, ასევე ირონიულიც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით არის დამახასიათებელი აღნიშნული მიმდინარეობისათვის.

რუსული პოსტმოდერნისტული მხატვრული ტექნიკა იყენებს ისეთ ფორმებს, როგორიცაა ფრაგმენტაცია, არასანდო მთხრობელი, პაროდია, მუქი იუმორი და პარადოქსი. პოსტმოდერნისტულ ტექსტებს ახასიათებს ინტერტექსტუალურობა - ლიტერატურული ნაწარმოების ფარგლებში წინა ლიტერატურული ნაწარმოებების აღიარება. რუსული პოსტმოდერნიზმის წარმომადგენლების ტექსტებში კლასიკის დისკურსი ერწყმის მასობრივი კულტურის დისკურსს, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სხვადასხვაგვარი იმიჯის - პოლიტიკური, ლიტერატურული და ა.შ. - წარმოქმნას. ხდება მათი ირონიულ-პაროდიული ტრანსფორმაცია.

სემინარის ფარგლებში ვაანალიზებთ რუსული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის წარმომადგენლების საკვანძო ნაწარმოებებს: ა. ბიტოვის „პუშკინის სახლს“, ვ. ეროფეევის „მოსკოვი-პეტუშკი“, ვ. სოროკინის მოთხრობებს.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა