სემინარები

ლალი ანთიძე, ბსუ ასოცირებული პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, სემინარის თემა: „იმანუელ კანტის „წმინდა გონების“ კრიტიკის სწავლების თეორიული და მეთოდოლოგიური პრობლემები“

ი. კანტის ნაშრომი ,,წმინდა გონების კრიტიკა“ გამოიცა 1781 წელს. ამ ნაშრომით იწყება თვისებრივად ახალი ეპოქა კაცობრიობის აზროვნების ისტორიაში.

ნაშრომში გადმოცემული პრობლემები და თავად მისი შესრულების ენა იმდენად რთულია და ისეთ წიაღსვლებს მოითხოვს მკითხველისაგან, რომ ი.კანტი იძულებული გახდა შეექმნა ახალი ნაშრომი ,,პროლეგომენები“. ეს იყო ნაშრომი,  რომელიც დაეხმარებოდა მკითხველს ,,წმინდა გონების კრიტიკის“ გაგებაში და მისთვის  ერთგვარ პროპედევტიკას წარმოადგენდა.

ამდენად, ,,წმინდა გონების კრიტიკის“ სწავლება საუნივერსიტეტო სივრცეში შეიძლება ერთგვარ გამოწვევადაც ჩაითვალოს პროფესორისთვის. ეს პროცესი მოითხოვს სტუდენტის მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში და სრულ ინტერაქციას.

მიმაჩნია, რომ ფილოსოფიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის აქტუალურია ი. კანტის სწავლების პრობლემები. ამ სემინარის დანიშნულება გახლავთ კოლეგების სამსჯავროზე იმ საკითხების გამოტანა, რომელიც გამოყენებული იქნება სწავლების ორივე საფეხურის პროგრამებისთვის.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა