სემინარები

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, ენებისა საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ასისტენტ პროფესორის თათია ნაკაშიძის სემინარი თემაზე: “Design-based Thinking Approach “ და მისი გავლენა სწავლება/ სწავლის პროცესზე

დიზაინერული აზროვნება  არ არის მხოლოდ დიზაინერების ექსკლუზიური საკუთრება. ყველა დიდი ინოვატორი - ლიტერატურის, ხელოვნების, მუსიკის, მეცნიერების, საინჟინრო თუ ბიზნესის წარმატებით იყენებს დღეს მას.  ეს სისტემატიურად განახლებადი, დინამიური, სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომაა, რომელსაც მივყავართ პრობლემის კრეატიული  და ინოვაციური გზით გადაჭრამდე.  დიზაინერულ აზროვნებაზე დაფუძნებული მიდგომა გულისხმობს სწავლების აქტიურ პროცესს, რომელიც 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

დღესდღეისობით ძალიან პოპულარული გახდა დიზაინერულ აზროვნებაზე დაფუძნებული სწავლება სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში. არსებობს დიზაინერული აზროვნების პროცესის მრავალი ვარიანტი. თუმცა, ყველა ვარიანტი მსგავსია და ერთი და იმავე პრინციპს ემსახურება.  პირველად იგი 1969 წელს ნობელის პრემიის ლაურეატმა ჰერბერტ სიმონმა ხელოვნების მეცნიერებაში აღწერა. ერთერთი ყველაზე გავრცელებული პროცესია სტრატფორდის სკოლის მოდელი, რომელიც 5 ფაზას მოიცავს: ემფატია, განსაზღვრა, იდეების გენერირება, საცდელი ნიმუშის შექმნა და რეფლექსია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხუთი ფაზა ყოველთვის არ არის თანმიმდევრული. შეიძლება პარალელურადაც განვითარდეს, განმეორდეს,  რაც გულისხმობს გარკვეულ ფაზებთან  დაბრუნებას სრულყოფის მიზნით.

აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს სტუდენტთა აქტიურ, მრავალმხრივ და დინამიურ ჩართვას, რაც  გვეხმარება ეფექტური და ინოვაციური მიდგომებით გავუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს სასწავლო პროცესში.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა