სემინარები

სამეცნიერო სემინარი თემაზე: „ფლუორესცენცია. თვისებები და კვლევის მეთოდები“, ასოცირებული პრეფესორი იზოლდა ჯაბნიძე, 29 მაისი, 13:00 საათი, 209-ე აუდიტორია, I კორპუსი

ბოლო წლების განმავლობაში ლუმინესცენციის მოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მოლეკულის სტრუქტურისა, თვისებების კვლევისა და ნივთიერებაში ენერგიის ტრანსფორმაციისა და გადატანის შესწავლის პროცესში. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ტექნიკა წარმოუდგენელია ლუმინესცენციის გარეშე. გაჩნდა ლუმინესცენციის გამოყენების მრავალი სფერო: ლუმინესცენციული ანალიზი, რომელსაც იყენებენ მეცნიერების, ტექნიკისა და მეურნეობის სხვადასხვა დარგში; ლუმინესცენციული განათება; ლუმინესცენციული დეფექტოსკოპია; ლუმინოფორების გამოყენება ელექტრონულ-სხივურ მოწყობილობებში: ტელევიზორებში, რადიოლოკაციურ მილებში, ელექტრონულ მიკროსკოპებში, უხილავი რადიაციის აღმოჩენისა და ტრანცფორმაციის ეკრანებში.

სემინარში განხილულია ლუმინესცენციის ერთერთი სახეობის - ფლუორესცენციის მოვლენა, მისი  ფიზიკური საფუძველი, დამახიათებელი თვისებები და კვლევის მეთოდები. აღწერილია კვლევის მეთოდი, რომელსაც ვიყენებთ ამ მოვლენის შესასწავლად. წამოდგენილია ამ მეთოდით გადაღებული ფლურესცენციის აგზნებისა და გამოსხივების სპექტრები სხვადასხვა ნიმუშისათვის, რომელიც მიღებულია ფიზიკის დეპარტამენტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების (პროექტი „Quantitative analysis of fluorescence characteristics of optically solid, random phase screen and spectral analysis of the statistical moments of the correlation function of the intensity of scattered laser radiation“ (FR/152/9-240/14) - სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი ნუგზარ ღომიძე  და პროექტი “Ecological monitoring of Batumi sea port water area with laser spectroscopy methods and research of wave processes in the real media” (GNSF/ST08/5-451) - სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ნუგზარ ღომიძე) ფარგლებში შეძენილი ერთ სხივიანი ფლუორიმეტრიის დანადგარის გამოყენებით სხვადასხვა ნიმუშისათვის: დისტილირებული (გამოხდილი) და სასმელი წყლისათვის, სხვადასხვა (ულტრაიისფერი (390ნმ), ლურჯი (470ნმ), მწვანე (500ნმ), წითელი (660ნმ)) სიგრძის ტალღით აგზნებისას, ზღვის წყლის, რძის და ძმრის გრძელი ულტრაიისფერი (390 ნმ) მწვანე (550ნმ) და წითელი (660ნმ) სინათლით აგზნებისას.

 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა