სამეცნიერო კვლევები

დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ქრომატოგრაფიული ცენტრი

სამეცნიერო პროექტი - დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ქრომატოგრაფიული ცენტრი   AP/96/13

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი ალეკო კალანდია,

სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2013-2015 წწ.

სამეცნიერო პროექტის შედეგი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის და აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ქიმიური ანალიზისა და სურსათის უსაფრთხოების განყოფილებისა ბაზაზე 2014 წელს შეიქმნა „დასავლეთ საქართველოს რეგიონული ქრომატოგრაფიული ცენტრი“. ლაბორატორია აღჭურვილია შემდეგი თანამედროვე აპარატურით:
1.  მაღალი წნევის თხევადი ქრომატოგრაფით Waters (UV/Visible Detector 2489, Binary HPLC Pump 1525) (ულტრაიისფერი და ხილული დიაპაზონის დეტექტორით), 2414 RI Detector  რეფრაქტომეტრული ინდექსის დეტექტორით, (Fraction Collector) ფრაქციების კოლექტორით, (სხვადასხვა სვეტით).
2. ზემაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფიული სისტემა, მასს-დეტექტორით (Acquity UPLC H-Class Core System,  Acquity QDa Single Quadupole Mass-Detector) (სხვადასხვა სვეტით), იზოკრატული კონდუქტომეტრული დეტექტორით  (Breeze Isocratic Manual 432 Conductivity Detector) (სხვადასხვა სვეტით)
3. აირ-სითხური ქრომატოგრაფით Thermo TRACE 1310 Mainframe 230V (სხვადასხვა სვეტით),
4. სუპერკრიტიკული წნევის ფლუიდური ექსტრაქტორი (SFE 100 with 100 ml Pump. Includes ), 
5.  ასევე სპექტროფოტომეტრი, ვაკუუმამაორთქლებლები (ვაკუუმტუმბოთი), pH-მეტრები (Mettler Toledo),  ციფრული რეფრაქტრომეტრები, ციფრული ანალიზური სასწორები.  რეგულირებადი გამაცხელებლები, ულტრაიისფერი ნათების წყარო, წყლიანი აბაზანა, ულტრახმოვანი აბაზანა, წყლის თერმორეგულატორი, საყოფაცხოვრებო მაცივრები (ნიმუშების შესანახად), საშრობი კარადები, მუფელის ღუმელი, ცენტრიფუგა, აუცილებელი ქიმიური ჭურჭელი,  კამერები თხელფენოვანი ქრომატოგრაფირებისათვის, დისტილატორი, მიკროსკოპი (ვიდეოთვალით), უკუმაცივრები, სოქსლეტის აპარატები, საფილტრაციო სისტემები და სხვა. 
წლების განმავლობაში ლაბორატორიაში აპრობირებულია ორასამდე მეთოდი, რომლებიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან,  კერძოდ:
- პესტიციდების ქრომატოგრაფიული  ანალიზი (რაოდენობა და თვისობრივი);
- ტოქსინები  ქრომატოგრაფიული ნალიზი (რაოდენობა და თვისობრივი);
- ნიტრატები, ნიტრიტები, მძიმე მეტალთა და სხვა იონების ქრომატოგრაფიული ანალიზი კონდუქტომეტრული დეტექტორით;
- ნიტროზოამინი, ანტიბიოტიკები, დიოქსინი, მისი ანალოგები  ქრომატოგრაფიული ანალიზი უ.ი. ან მას-დეტექტორით;
- საკვებდანამატები ქრომატოგრაფიული ანალიზი უ.ი. ხილული, რეფრაქტრომეტრული ან მას-დეტექტორით;
- ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, შაქრის შემცვლელები და დამატკბობელები-ქრომატოგრაფიული ანალიზი უ.ი. ხილული, რეფრაქტრომეტრული ან მას-დეტექტორით;
- ცხიმოვანი მჟავები აირ-ქრომატოგრაფიული მეთოდით (GC) მაღალპოლარული კაპილარული სვეტებით, ასევე მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირებით რეფრაქტრომეტრული დეტექტორით (HPLC RI) სპეციალური სვეტი ცხიმზეთებისათვის.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა