31 ოქტომბერი 2018 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე) წარმატებით გაიარა პროგრამული აკრედიტაცია. ვულოცავთ ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას.