ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახალი კვლევები წმინდა ანთიმოზ ივერიელის სიცოცხლესა და მოღვაწეობასთან დაკავშირებით”

სურათი

მიმდინარე წლის 7-9 ოქტომბერს, რუმინეთის ქალაქ რუმნიკუ ვულჩაში, კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის თანაორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახალი კვლევები წმინდა ანთიმოზ ივერიელის სიცოცხლესა და მოღვაწეობასთან დაკავშირებით”. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები თეოლოგიის, ისტორიის, ფილოლოგიისა და კულტუროლოგიის მიმართულებებით. 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა ელზა ფუტკარაძემ, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერმა თანამშრომელმა სულხან მამულაძემ და სხვებმა. სულ კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყო ბსუ-ს 10-ზე მეტი წარმომადგენელი.

ღონისძიებას, გარდა სამეცნიერო დატვირთვისა, ჰქონდა, ასევე, რუმინეთსა და საქართველოს შორის აკადემიური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზანიც.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა