საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

დედამიწის საერთაშორისო დღე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს  ისეთი აქტუალური თემები როგორიცაა:  „გლობალური დათბობა, როგორც დედამიწის მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემა“  (მომხსენებელი ასისტენტ პროფესორი გუგული დუმბაძე), „22 აპრილი- დედამიწის საერთაშორისო დღე“ (მომხსენებელი გურანდა ბაგრატიონი, აჭარის არ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსი), „მცენარეთა წარმოშობის ცენტრები და ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილები“ (მომხსენებელი ასისტენტ პროფესორი ინგა დიასამიძე).

შეხვედრა ბიოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით  ჩატარდა   და მას  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები და  აჭარის არ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მოხსენებების  დასასრულს შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა