
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ინტერაქციული ლექცია თემაზე: „სტატისტიკური მეთოდების როლი ქიმიურ და ბიოლოგიურ კვლევებში: თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენება“. ლექციას უძღვებოდა მაია ციკოლია - ქიმიის დოქტორი, მოწვეული სპეციალისტი.
ლექცია მიზნად ისახავდა ქიმიურ და ბიოლოგიურ კვლევებში სტატისტიკური მეთოდების მნიშვნელობის წარმოჩენას, ექსპერიმენტის დაგეგმვიდან მიღებული მონაცემების დამუშავებასა და მეცნიერული შედეგების ინტერპრეტაციას.
ლექციის ფარგლებში, განიხილეს აღწერითი სტატისტიკის, სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმებისა და სტატისტიკური მნიშვნელოვნების ძირითადი პრინციპები. ყურადღება გამახვილდა მრავალგანზომილებიანი სტატისტიკური ანალიზისა (PCA, PCoA, NMDS, PERMANOVA) და მანქანური სწავლების მეთოდების (PLS-DA, Random Forest) გამოყენებაზე კომპლექსური ექსპერიმენტული მონაცემების შესწავლისას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვლევის მიზნის შესაბამისად სტატისტიკური მეთოდების სწორ შერჩევას, მიღებული შედეგების ინტერპრეტაციასა და მონაცემთა ანალიზის პროცესში გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილებას.
პრაქტიკული მაგალითის სახით GC-MS მეთოდით ჩატარდა კვლევა, რომლის საფუძველზეც განიხილეს მონაცემთა დამუშავებისა და სტატისტიკური ანალიზის განსხვავებული მიდგომების გავლენა მეცნიერული დასკვნების სანდოობასა და ობიექტურობაზე.
ლექცია წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში, დისკუსიისა და პრაქტიკული მაგალითების განხილვით.
| უკან |



