
ბსუ-ს ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, ბიოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტ მაია რესულიძის ხელმძღვანელობით საწარმოო პრაქტიკით იმყოფებოდნენ შ.პ.ს. ბათუმის წყლის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და წყალარინების სატუმბო სადგურებში.
სტუდენტები გაეცნენ წყლის გამწმენდ ნაგებობებს სატუმბო სადგურებს, ქიმიურ ლაბორატორიას სადაც კეთდება შემოსული და გამსვლელი წყლის ტექნიკური მახასიათებლების ნორმათა განსაზღვრა. გაეცნენ თუ, როგორ მიმდინარეობს ბათუმში ჩამდინარე წყლების გაწმენდის პროცესი, დაგამუშავებული ნარჩენების სასუქებად დამზადების ტექნოლოგია. პრაქტიკულად ნახეს წყლის სინჯების აღება და შემოწმება ლაბორატორიაში.
შ.პ.ს. ბათუმის წყლის ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და წყალარინების სატუმბო სადგურების განყოფილების უფროსმა ლეონიდე დარჩიამ, უფროსის მოადგილემ ირაკლი ბოლქვაძემ და ლაბორანტ თინათინ ვარშანიძემ სტუდენტებს ჩაუტარეს სემინარი.
| უკან |









