საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

AGNI 4.0-ის ფესტივალი ბსუ-ში ოფიციალურად გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის უცხოელმა სტუდენტებმა AGNI 4.0-ის ფესტივალი ოფიციალურად გახსნეს. AGNI ინდურ კულტურაში ცეცხლის დღესასწაულს განასახიერებს და სიწმინდის სიმბოლოდ მიიჩნევა. ღონისძიების მთავარი მიზანია სტუდენტების გაერთიანება, კულტურათაშორისი ურთიერთობის გაღრმავება და მეგობრული კავშირების ჩამოყალიბება.

ფესტივალი მაისის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს, მათ შორის სპორტულ შეჯიბრებებსა და კულტურულ ღონისძიებებს. დასკვნით ეტაპზე გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამოავლენენ და დააჯილდოებენ იმ სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ AGNI 4.0-ის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსებსა და აქტივობებში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფესტივალი უნივერსიტეტში 2019 წლიდან იმართება და უცხოელ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინონ საკუთარი კულტურა, ტრადიციები და გაამდიდრონ უნივერსიტეტის მრავალფეროვანი გარემო.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა