საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ფაკულტეტმა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მობილობით ყაზახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

სურათი

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტმა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მობილობით 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში, კ. ზუბანოვის სახელობის აკტობეს რეგიონალური (ყაზახეთის) სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს: აუტაიევა აიგერიმ აბილკაიარკიზს და მუსინ ადილ ასიხანოვიჩს უმასპინძლა.

მათ ერთი სემესტრის განმავლობაში გაიარეს ბიოლოგიის და ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამების სხვადასხვა სასწავლო კურსები: ბიომრავალფეროვნება და კონსერვაციის სტრატეგიები, პოპულაციების ეკოლოგია, ეკოლოგიის შესავალი, კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა, ტოქსიკოლოგიური ეკოლოგია , მცენარეთა ეკოლოგიური მორფოლოგია, მოდული შესავალი ბიომედიცინაში, მოდული კლინიკური გენეტიკა, გენომიური ტექნოლოგია, მოდული - დაცვა და იმუნიტეტი და ადამიანისა და ცხოოველთა ფიზიოლოგია.

სასწავლო პროცესის ფარგლებში სტუდენტებს თეორიული ცოდნის პარალელურად მიეცათ პრაქტიკული და ლაბორატორიული მუშაობის შესაძლებლობაც, რამაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა მათი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტმა ადილ მუსინმა სურვილი გამოთქვა სწავლა კიდევ ერთი სემესტრით გაეგრძელებინა, რის შედეგადაც იგი 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე გაატარებს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა