საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტებს მწვანე სტიპენდიები გადაეცათ

სურათი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტებს, მარიამ შაინიძესა და თამთა აბულაძეს  1500-ლარიანი მწვანე სტიპენდიები გადასცა და სიგელებით დაჯილდოვა.ცენტრი 2022 წლიდან ახორციელებს მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით დეფიციტური პროფესიების (მათ შორის - გარემოსდაცვითი მეცნიერებების, ეკოლოგიის) პოპულარიზაციას და მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრატურის, საბაკალავრო და პროფესიული საფეხურის სტუდენტების წახალისებას.

პროგრამის ფარგლებში, 19 და 20 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო ჯინჯერში სტიპენდიანტ სტუდენტებს ჩაუტარდათ ორდღიანი ტრენინგი კატასტროფების რისკების, თემზე დაფუძნებული რისკის მართვის, ადგილობრივ დონეზე რისკის შემცირების დაგეგმვის, თემის რისკის მართვის სამოდელო გეგმის შემუშავების საკითხებზე.

სტუდენტთა დაჯილდოებას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი გუგული დუმბაძე და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლევან ტარიელაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა