საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტი მარიამ ნოდია მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ ნოდია მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია. ქალთა შორის 23 წლამდე 50 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარიამ ნოდიამ ფინალურ შეხვედრაში თურქი მოწინააღმდეგე მელექ შაჰინი დაამარცხა მარჯვენა და მარცხენა მკლავში და ოქროს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატი მოლოდავას დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარდა და მასში 31 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა. მარიამ ნოდია 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა ქალთა შორის 21 წლამდე 55 კგ. წონით კატეგორიაში. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მარიამ ნოდიას ულოცავს დამსახურებულ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა