საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ეკოტური მაჭახელას ეროვნულ პარკში

სურათი

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიისა და ბიოლოგიის მიმართულების  სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მაჭახელას ეროვნულ პარკში ეკოტურით აღნიშნეს. მაჭახელას ეროვნული პარკის  ბუნებრივი რესურსების უფროსმა სპეციალისტმა მარად იაკობაძემ სტუდენტებს გააცნო მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება და ესაუბრა მათი მნიშვნელობის შესახებ. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე ასევე აღნიშნეს  ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების  სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. შეხვედრაზე წარმოდგენიესმოხსენებები, ვიდეო კოლაჟი და ვიქტორინა გარემოს დაცვის საკითხებზე. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას  გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა