საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სტუდენტებმა გარემოს დაცვის დღე აჭარის უმალეს საბჭოში ვიზიტით აღნიშნეს

სურათი

ბსუ-ს სტუდენტებმა გარემოს დაცვის დღე აჭარის უმალეს საბჭოში ვიზიტით აღნიშნეს. საკანონმდებლო ორგანომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უმასპინძლა. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მარინე გვიანიძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ სტუმრებს  აჭარაში მიმდინარე გარემოს დაცვითი პროექტები, პრიორიტეტები და გამოწვევები  გააცნეს. უმაღლესი საბჭოს ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა ცირა ხაჯიშვილმა სტუდენტებს წარუდგინა უმაღლესი საბჭოს ახალი ვებპლატფორმა chaerte.sca.ge და ჩაატარა საკანონმდებლო ორგანოს საინფორმაციო ექსკურსია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, უმაღლესი საბჭოს წევრებმა სტუდენტებს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ  აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს და დაიგეგმა სამომავლო აქტივობები გარემოსდაცვითი მიმართულებით.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა