საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

სემინარი სკოლის მოსწავლეებისთვის თემაზე: „ადამიანის ჯანმრთელობა და გარემოს დაბინძურება“

სურათი

8 მაისს, ბიოლოგიის დეპარტამენტის მხარდაჭრით, ასოც.პროფ.ნინო ლომთათიძის მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „ადამიანის ჯანმრთელობა და გარემოს დაბინძურება“. მოსწავლეები გაეცნენ იმ ძირითად მავნე ნივთიერებებს, რომლებიც  გარემოდან ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში და იწვევენ სხვადასხვა სახის დაავადებებს.

სემინარის მიზანი იყო გარემოსდაცვითი განათლების ამაღლება მოსწავლეებში და ინფორმირებულობა გარემოს დაბინძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობის კორელაციური კავშირის შესახებ.  ღონისძიების დასასრულს ნინო ლომთათიძემ  მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხა და უნივერსიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა