საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე

სურათი

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნეს. ბიოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, მოეწყო ეკოტური ბათუმის შავი ზღვისპირა ზოლის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაცნობად. ეკოლოგიის, ქიმიისა და ბიოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების პირველი კურსის სტუდენტები ასევე იმყოფებოდნენ შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში. 30 ოქტომბერს გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ZOOM-ის პლატფორმის საშუალებით სემინარი ჩაუტარდათ.

ეკოტურის მიზანი იყო  ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის ბათუმის ზღვისპირა ზოლის ადლიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ეკოლოგიური პრობლემების გაცნობა.

შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემების შესახებ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორებმა: ნინო ლომთათიძემ, გუგული დუმბაძემ და ნანი გვარიშვილმა.

შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში სტუდენტები გაეცნენ ბათუმის აქვარიუმისა და დელფინარიუმს ბინადრებს. აკვარიუმის ემბრიოლოგ-სელექციონერი თამაზ ბაჟაშვილი სტუდენტებს ესაუბრა აკვარიუმის ბინადრების, შავი და სხვა ზღვისა  თუ ოკეანის, მდინარის დეკორატიული და იშვიათი სახეობის თევზების, მათი ცხოვრების ნირისა და ბიოლოგიური თავისებურებების, ეკოლოგიური პრობლემებისა და მათი დაცვის  შესახებ.

შავი ზღვის ძუძუმწოვრების ცენტრის მენეჯერმა თენგიზ წეროძემ, სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია დელფინების ცხოვრების ნირის, მათი ბიოლოგიური თავისებურებების, ქცევების, გონებრივი შესაძლებლობების, კეთილგანწყობის, სითბოს, მათი დაცვის შესახებ. სტუდენტებმა ასევე მოინახულეს ზღვის ლომები.

სემინარზე გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შავი ზღვის ჩამოყალიბების, აჭარის სანაპირო ზონაში მიმდინარე აბრაზიულ პროცესებსა და მიმდინარე ნაპირდაცვით ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდეს გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებულმა  პროფესორმა ნაზიბროლა ფაღავამ და ასისტენტ პროფესორმა ხათუნა ჭიჭილეიშვილმა.

31 ოქტომბერს გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა შავიზღვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა