საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ განათლება გლობალურ სამყაროში:კვლევა პოლიტიკა და პრაქტიკა“

სურათი

 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

        ,,განათლება გლობალურ სამყაროში: კვლევა, პოლიტიკა და პრაქტიკა”

 

6-7 ნოემბერი, 2026 წელი გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „განათლება გლობალურ სამყაროში: კვლევა, პოლიტიკა და პრაქტიკა“, რომელიც აერთიანებს განათლების სფეროში მომუშავე მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალს, პრაქტიკოს პედაგოგებს, განათლების ადმინისტრატორებს, პოლიტიკის შემმუშავებლებსა და განათლების სფეროთი დაინტერესებულ სხვა სპეციალისტებს.

კონფერენციის შესახებ  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება გლობალურ სამყაროში: კვლევა, პოლიტიკა და პრაქტიკა“ მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, წარმოადგინონ სამეცნიერო კვლევების შედეგები, გააზიარონ წარმატებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება, იმსჯელონ განათლების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებზე, განიხილონ განათლების განვითარების პერსპექტივები ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების სფეროში კვლევის, პოლიტიკისა და პრაქტიკის დაახლოებას, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებასა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას.

კონფერენცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მეცნიერების, საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის ურთიერთკავშირს, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული დიალოგის გაღრმავებასა და ახალი პარტნიორული თანამშრომლობების ჩამოყალიბებას, რითაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროში ინოვაციური იდეების გავრცელებას, კვლევითი თანამშრომლობის გაფართოებასა და განათლების ხარისხის განვითარებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.

კონფერენციის თემატური მიმართულებები:

  1. განათლების სისტემა, ეკონომიკა და შრომის ბაზარი
  • განათლების ტრანსფორმაცია გლობალური და ეკონომიკური ცვლილებების პირობებში;
  • განათლება და შრომის ბაზარი: მოთხოვნადი უნარები და დასაქმების ტენდენციები;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობა;
  • საგანმანათლებლო ლიდერობა თანამედროვე კონტექსტში;
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევები განათლების სფეროში და მათი გავლენა საგანმანათლებლო პოლიტიკასა და პრაქტიკაზე.
    1. ციფრული ტრანსფორმაცია და სწავლების ინოვაციები
  • ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი განათლებაში;
  • ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება და ციფრული კომპეტენციები განათლების ყველა საფეხურზე;
  • ელექტრონული სწავლება და ჰიბრიდული მოდელები განათლებაში;
  • აკადემიური კეთილსინდისიერება და შეფასების სისტემა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
    1. სწავლება და პედაგოგიური პრაქტიკა
  • მასწავლებლის მომზადება და პროფესიული განვითარება;
  • სწავლების ეფექტური პრაქტიკა სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურზე;
  • საგანმანათლებლო გარემო და ინსტიტუციური მხარდაჭერა მოსწავლეთა/სტუდენტთა განვითარებისთვის;
  • შეფასება და უკუკავშირი სასწავლო პროცესში.
    1. ინკლუზიური განათლება და ბავშვთა უფლებები
  • ინკლუზიური განათლება: პოლიტიკა, პრაქტიკა და გამოწვევები;
  • ბავშვთა უფლებების დაცვა განათლების სისტემაში;
  • მრავალფეროვნება, იდენტობა და თანასწორობა საგანმანათლებლო გარემოში;
  • უსაფრთხო და მხარდამჭერი სასწავლო გარემო.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:

მონაწილეები: კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროთი დაინტერესებულ აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებს, პედაგოგებს, განათლების ადმინისტრატორებს, პოლიტიკის შემმუშავებლებსა და ექსპერტებს.

მონაწილეობის ფორმატი: პირისპირ.

მოხსენების ფორმატი: მოხსენება შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით.

ნაშრომის ტიპი: მიიღება როგორც აკადემიური/კვლევითი ნაშრომები, ისე ინოვაციური პრაქტიკის, პროექტებისა და საგანმანათლებლო ქეისების (Case Study) ანალიზი.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

რეგლამენტი: თითოეული მოხსენებისთვის გათვალისწინებულია 15 წუთი, ხოლო დისკუსიისთვის - 5 წუთი.

პრეზენტაციის შაბლონი: რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს ელექტრონული ფოსტით გაეგზავნებათ პრეზენტაციის (PowerPoint) ოფიციალური შაბლონი, რომლის გამოყენება რეკომენდებულია.

ჩატარების ადგილი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი (ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35).

მონაწილეობის საფასური: კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

რეგისტრაცია და აბსტრაქტების წარდგენა: მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და წარმოადგინონ აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

აბსტრაქტების კრებული: კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ელექტრონული ფორმით გადაეცემათ აბსტრაქტების კრებული.

ნიშვნელოვანი თარიღები

  • რეგისტრაციისა და აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 სექტემბერი;
  • მონაწილეობის დადასტურების შესახებ შეტყობინების გაგზავნა: 2026 წლის 1 ოქტომბერი;
  • კონფერენციის ჩატარების თარიღები: 2026 წლის 6-7 ნოემბერი.

აბსტრაქტის მომზადებისა და წარდგენის წესი

შინაარსობრივი მოთხოვნები

  • აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.
  • აბსტრაქტი უნდა აიტვირთოს MS Word-ის (.doc ან .docx) ფორმატში.
  • აბსტრაქტი უნდა ასახავდეს კონფერენციაზე წარსადგენი ნაშრომის ძირითად შინაარსს და წარმოადგენდეს თემის მკაფიო და ლაკონურ მიმოხილვას.

კვლევითი ნაშრომის შემთხვევაში აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს:

  • კვლევის მიზანს;
  • მეთოდოლოგიას;
  • ძირითად შედეგებს;
  • დასკვნებს.

პრაქტიკის, პროექტის ან შემთხვევის ანალიზის (Case Study) წარდგენის შემთხვევაში აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს:

  • ინიციატივის, პროექტის ან პრაქტიკის აღწერას;
  • განხორციელების ძირითად ეტაპებს;
  • მიღებულ შედეგებს;
  • რეკომენდაციებს.

საკვანძო სიტყვები: აბსტრაქტის ბოლოს უნდა მიეთითოს 3–5 საკვანძო სიტყვა.

ტექნიკური მოთხოვნები

გვერდის პარამეტრები

  • ველები (ზედა, ქვედა, მარცხენა და მარჯვენა) - 2 სმ;
  • აბზაცის პირველი სტრიქონის შეწევა - 1,25 სმ.

შრიფტი და ინტერვალი

  • ქართულენოვანი ტექსტი - Sylfaen;
  • ინგლისურენოვანი ტექსტი - Times New Roman;
  • შრიფტის ზომა - 12;
  • სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1.0.

ავტორის მონაცემები

ავტორის შესახებ ინფორმაცია მიეთითება გვერდის მარჯვენა მხარეს შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ავტორის სახელი და გვარი – სქელი და დახრილი შრიფტით (Bold Italic);
  • აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი (მაგ., ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი);
  • თანამდებობა და სტრუქტურული ერთეული (ფაკულტეტი, სკოლა, ცენტრი, დეპარტამენტი, სამსახური ან სხვა);
  • დაწესებულების/ორგანიზაციის დასახელება;
  • ქალაქი, ქვეყანა;
  • ORCID iD (არსებობის შემთხვევაში, ფორმატით: https://orcid.org/XXXX-XXXX-XXXX-XXXX);
  • მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი.

სათაური და ბიბლიოგრაფია

  • აბსტრაქტის სათაური მიეთითება ავტორის მონაცემების ქვემოთ, ცენტრში, სქელი (Bold) შრიფტით;
  • ტექსტში გამოყენებული ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის გაფორმება (საჭიროების შემთხვევაში) უნდა შეესაბამებოდეს APA (7th edition) სტილის მოთხოვნებს.

აბსტრაქტის წარდგენა

აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით:

რეგისტრაციის ბმული

https://docs.google.com/forms/d/1-r5EitVdq4Meo1tBD7jyM9InaQ5vSjtiuVJWlex09J8/edit

კონფერენციის ჩატარებასთან დაკავშირებული დამატებითი ტექნიკური ინფორმაცია მონაწილეებს ეცნობებათ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირები:

მადონა მიქელაძე

ტელეფონი: (+995) 577 14 10 11; 

ელფოსტა: madona.mikeladze@bsu.edu.ge

ნატო შეროზია

ტელეფონი: (+995) 577 17 37 07

ლელა თავდგირიძე

ტელეფონი: (+995) 577 97 93 79

ვებგვერდი: www.bsu.edu.ge

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა