საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორის შესარჩევი კონკურსი

  1. ბსუ-ში გამოცხადდა კონკურსი Horizon Europe-ს პროგრამის ფარგლებში საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორის პოზიციაზე (შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის ვადა - 2022 წლის 15 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით,  ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი -1 250 ლარი).
  2. საკონკურსო ვადებია:

ა) 2022 წლის 31 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით - კონკურსანტის განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტების წარმოდგენა (ელექტრონულად, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) ელექტრონული ფოსტის მისამართზე -Chancellery@bsu.edu.ge );

ბ) 2022 წლის 4-5 თებერვალი - ბსუ-ს საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის შემოწმება, შეფასება და იმ კონკურსანტების გამოვლენა, რომლებიც დაშვებული იქნებიან კონკურსის შემდეგ ეტაპზე (გასაუბრება); 

გ) 2022 წლის 7-9 თებერვალს - გასაუბრება კომისიასთან ონლაინ ფორმატში, ყველა კონკურსანტისათვის ერთ დღეს  (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ,,ჰორიზონტი ევროპა“ ხელმძღვანელის და ბსუ-ს წარმომადგენლების შემადგენლობით);  

  1. საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) კონკურსანტის განცხადება (კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს რექტორის 2022 წლის 28 იანვრის ბრძანების N2 დანართის შესაბამისად შევსებული);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი; 

გ) განათლების (ხარისხი, მიმართულება) - დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დოქტორანტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სარეკომენდაციო წერილი;

ე) სამოტივაციო წერილი (სავალდებულო და სასურველი საკონკურსო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ კონკურსანტის თვითშეფასებით);

ვ) კონკურსანტის CV

ზ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში, თუმცა სავალდებულო არ არის);  

თ) უცხო ენების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი; (სავალდებულოა ინგლისურის ენის ცოდნა);

ი) სამეცნიერო საგრანტო პროექტების კონკურსებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);

  1. საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორის პოზიციის დასაკავებლად განსაზღვრული საკონკურსო მოთხოვნებია:

ა)  უმაღლესი განათლება (დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა) ან დოქტორანტის სტატუსი;

დ) სარეკომენდაციო წერილი;

ბ) ინგლისურის ენის ცოდნა  (სავალდებულოა);

გ) საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office Word; Microsoft Office Excel;  Microsoft Office PowerPoint (სავალდებულოა);

დ) სასურველი მოთხოვნებია -  ინფორმაციის  დამუშავების და ანალიზის უნარი; დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; კომპლექსური აზროვნების უნარი; ამოცანების დასახვისა და გადაჭრის გზების შემუშავების უნარი;   ტრეინინგებისა  და შეხვედრების წარმართვის უნარი; გუნდში მუშაობის უნარი; სასურველია  კანდიდატს მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სამეცნიერო საგრანტო პროექტების კონკურსებში.

  1. საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორის ფუნქცია-მოვალეობებია:

ა) ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ,,ჰორიზონტი ევროპა” საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება, უნივერსიტეტისთვის მკვლევარებისთვის საინტერესო კონკურსების და სხვა აქტივობების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;   

ბ) ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ,,ჰორიზონტი ევროპა” საგრანტო კონკურსებისთვის პროექტების მომზადებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება, პროექტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში პარტნიორების მოძიების და სხვა ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან  დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და წამოჭრილი პრობლემების  გადაჭრაში დახმარება;

გ) სხვა ეროვნული, საუნივერსიტეტო და საერთაშორისო ფონდების საგრანტო კონკურსების თაობაზე ინფორმაციის მოძიება, უნივერსიტეტის მკვლევარებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება და პროექტების მომზადებისა და განხორციელების პროცესში დახმარების გაწევა;

დ) ეროვნულ ოფისთან „ჰორიზონტი ევროპა“ და ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელთან თანამშრომლობა და მათთან ერთად უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის ტრეინინგების მომზადება და ჩატარება;

ე) საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს/სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებაში მონაწილეობის მიღება

  ბრძანება
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა