განათლების ფაკულტეტი

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

განათლების ფაკულტეტმა ,,სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტის მიზანს იმ სამომავლო გეგმებზე შეთანხმება წარმოადგენდა, რომელიც ბსუ-ს, როგორც ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს გრანტის ,,მულტიკულტურული განათლების ასახვა მასწავლებელთა განათლების პროგრამებში“ (№HE/12/14-19885) ერთ-ერთ მონაწილეს აქვს განსახორციელებელი.

გრანტში ჩართულმა პერსონალმა - პროფესორმა ლელა თავდგირიძემ, ასოცირებულმა პროფესორებმა მადონა მიქელაძემ და ნანა მაკარაძემ და ასისტენტ პროფესორმა თათია ნაკაშიძემ ,,სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ექსპერტების მიერ მიწოდებული სილაბუსების ჩარჩოებსა და მასალაზე (რიდერის სახით) დაყრდნობით და უნივერსიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა მოამზადონ მულტიკულტურული განათლების მოდული (სამი სასწავლო კურსი).

მულტიკულტურული განათლების სტრატეგიების ასახვა უნდა მოხდეს მასწავლებლის მომზადების მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებშიც. გრანტის ფარგლებში დაიგეგმა ინტერ-კულტურული ღონისძიების ჩატარება, რომლის მიზანს საუნივერსიტეტო გარემოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის წახალისების ხელშეწყობა წარმოადგენს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა