განათლების ფაკულტეტი

ტალინის უნივერსიტეტის პროფესორი ენე-სილვია სარვი პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ტალინის უნივერსიტეტის პროფესორი ენე-სილვია სარვი ეწვია. განათლების ექსპერტი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე აკადემიურ პერსონალს შეხვდა და მათ ესტონეთში მოქმედი  მასწავლებლის მომზადების სისტემასთან ერთად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო. პროფესორმა ენე-სილვია სარვიმ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის სამუშაო შეხვედრა ჩაატარა სწავლების თანამედროვე მეთოდებზე და ქართველ კოლეგებს სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვის გამოცდილება გაუზიარა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა