ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა ბათუმის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა, უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, ბათუმის №1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა დისკუსია თემაზე - „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: შესაძლებლობები, ეთიკა და გამოწვევები“. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციების გაცნობა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

დისკუსიის დროს განიხილეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ძირითადი ეტაპები, ტექნოლოგიური ევოლუცია და მისი გავლენა საგანმანათლებლო პროცესზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის გონივრულ და პასუხისმგებლიან გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებს. მონაწილეებს წარედგინათ როგორც ხელოვნური ინტელექტის მიზანშეწონილი გამოყენების მაგალითები, ასევე არასათანადო გამოყენების შესაძლო რისკები, მათ შორის მიკერძოება, ე.წ „ჰალუცინაციები“ და ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ეთიკური დილემები, რაც აქტიური დისკუსიის საფუძველი გახდა.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა