კულტურა

გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „თირინი“

 


ბსუ-ში მოქმედებს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი ,,თირინი“, რომელიც 2014 წელს ჩამოყალიბდა და მასში  გაერთიანებულია  უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის თხუთმეტი სტუდენტი. ანსამბლს აქვს მრავალფეროვანი რეპერტუარი, წევრები ძირითადად ასრულებენ მრავალხმიან ქართულ ხალხურ სიმღერებს და პროფესიულ დონეზე ეუფლებიან ქართულ ხალხურ საკრავებს. 

მიღწევები

,,თირინი'' აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალებში.

2016 წელი - ბელორუსიის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე ,,თირინმა’’ გრან-პრი დაიმსახურა.

2016 წელი - ლატვიის ქალაქი დაგვოპრი - საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალში ,,თირინი'' ფესტივალის ლაურეატი გახდა.

2020 წელი - ანსამბლი „თირინი“  საერთაშორისო ხელოვნების XV კონკურსის გამარჯვებულია.

 

ჯგუფი ,,თირინი’’ ინტენსიურად მონაწილეობს საუნივერსიტეტო ღონისძიებებში.

 

უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია შერჩევის საფუძველზე და  ჩაირიცხოს ანსამბლში. 

ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 12:00 საათი

ხელმძღვანელი: თეიმურაზ დოლიძე  ☎. 577 50 20 68

მისამართი: ნინოშვილის/რუსთაველის 35/32, II კორპუსი, სარდაფი, დარბაზი N5.

ინფორმაციისთვის მიმართეთ ბსუ-ს კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურისა და სპორტის განყოფილებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა