
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის სპეციალობის 5-მა სტუდენტმა: ანა სალუქვაძემ, ანა იალამიდმა, ლიზი ხაბაზმა, ლიზა ბოლქვაძემ და ვიქტორია დისამიძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ეკონომიკურ ოლიმპიადაში (ULMA Economic Olympiad), რომელსაც ულმის უნივერსიტეტის (Ulm University, Germany) ეკონომიკის ინსტიტუტი მასპინძლობდა.
ოლიმპიადის ფარგლებში, მონაწილეებმა საკუთარი ცოდნა და ანალიტიკური უნარები გამოავლინეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მიკროეკონომიკაში, მაკროეკონომიკაში, ეკონომეტრიკასა და ფინანსებში.
საერთაშორისო მონაწილეებისთვის ოლიმპიადა მოიცავდა მრავალფეროვან აკადემიურ და კულტურულ ღონისძიებებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ სამეცნიერო სემინარებს, გაცნობოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მკვლევრების საქმიანობას და გაეზიარებინათ გამოცდილება.
საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რომელმაც ხელი შეუწყო მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, საერთაშორისო აკადემიურ გარემოსთან ინტეგრაციასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
დაბრუნების შემდეგ სტუდენტები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანსა და რექტორს შეხვდნენ და მიღებული გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
| უკან |









