
ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტური სტაჟირების პროგრამაში, რომელიც გაიმართა 1-4 ივნისს, ლიეტუვაში, მიკოლას რომერისის უნივერსიტეტის (MRU) საზოგადოებრივი უსაფრთხოების აკადემიაში, HEI-TRAIN პროექტის „ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აზროვნება სამეწარმეო გარემოში“ ფარგლებში.
პროგრამა ეძღვნებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას მეწარმეობაში. მონაწილეებმა აუდიტორიის წინაშე წარადგინეს ინოვაციური სტარტაპ იდეები, რომლებიც ორიენტირებული იყო ბიზნესის განვითარებაზე, ციფრულ სერვისებზე, განათლებასა და სოციალური გამოწვევების გადაჭრაზე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით. სტარტაპ იდეების წარდგენას წინ უძღოდა ერთთვიანი ტრენინგ კურსები, რომელსაც ატარებდნენ მოწვეული ტრენერები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. ფესტივალის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე მეწარმეობაში და მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები დარგის ექსპერტებისა. ასევე, მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ უნივერსიტეტის სასწავლო გარემოსა და ინოვაციურ პროექტებს.
| უკან |











