ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

სასწავლო ვიზიტი ბერლინის ტექნიკურ და გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

სურათი

14-18 მარტს ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვლადიმერ ღლონტმა, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ნანა მაზმიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ბერლინის ტექნიკურ და გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების თემატიკაზე გამართულ ტრენინგში. მოკლევადიანი ინტენსიური ტრენინგ კურსი „Erasmus+“-ის Capacity Building პროგრამის პროექტის - „საგანმანათლებლო, სამეცნიერო, მართვისა და ინდუსტრიული კომპონენტების ერთობლიობა კლიმატის მართვისა და კლიმატის ცვლილების პრევენციისთვის - CLIMAN“ ფარგლებში ჩატარდა.

ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქართველ და ევროპელ პარტნიორებს გაუზიარეს გამოცდილება, თუ რა ტიპის თეორიული სწავლება, პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტი ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, კლიმატის უსაფრთხოების, დაცვისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის. პროგრამა ითვალისწინებდა აგრეთვე პოტსდამის აგრო ტექნოლოგიებისა და ბიო ეკონომიკის კვლევით   ინსტიტუტში ვიზიტს, მათი ლაბორატორიების დათვალიერებას და კვლევითი პროექტების გაცნობას.  

სასწავლო ვიზიტი საინტერესო იყო, როგორც თავისი შინაარსობრივი მხარით, წარმოდგენილი საკითხების აქტუალურობით, ასევე სწავლისა და კვლევის მეთოდების გაზიარების თვალსაზრისით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა