სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2026-ზე რეგისტრაცია დაიწყო
8 მაისი 2026 წელი

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2026-ზე რეგისტრაცია დაიწყო
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2026
2026 წლის 12 - 13 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში "სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2026" გაიმართება.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მიზანია სტუდენტთა მიერ სწავლის პროცესში მიღებული დარგობრივი ცოდნის, პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა; სტუდენტთათვის სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება; ახალგაზრდა მკვლევარი სტუდენტების წახალისება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
მნიშვნელოვანი თარიღები:
2026 წლის 29 აპრილიდან - 2026 წლის 11 მაისის ჩათვლით - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის სათაურისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის დარეგისტრირება;
2026 წლის 12 მაისიდან - 2026 წლის 28 მაისის ჩათვლით - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის, ნაშრომის ორიგინალობის (პლაგიატის არარსებობის შესახებ) და სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნის განთავსება/ დარეგისტრირება სტუდენტურ პორტალზე;
კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 12-13 ივნისს
სრულად