გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

გილოცავთ შობა-ახალ წელს

სურათი

გილოცავთ დამდეგ შობა ახალ-წელს სტუდენტებს, ჩვენს ძვირფას, პატივცემულ აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალს, ადმინისტრაციას და უნივერსიტეტის თითოეულ გულშემატკივარს. პირველ რიგში, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და თქვენი დასახული მიზნების ასრულებას გისურვებთ. 2023 წელი საინტერესო და გამოწვევებზე დროულად პასუხის გაცემის წელი ყოფილიყოს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 88-ჯერ ეგებება ახალ წელს. რეგიონში მოქმედი პირველი უმაღლესი სასწავლებელი, თითქმის საუკუნეა, რაც ერთგულად ემსახურება თაობების აღზრდას. ჩვენს პროფესურას აქვს გაცნობიერებული, რომ ყოველი წელი ახალი გამოწვევაა, კონკურენცია იზრდება და თაობათა სამსახურში მყოფთ ინოვაციური გეგმების დასახვა გვესაჭიროება. ჩვენი უნივერსიტეტი თავისი არსებობის უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა. 2022 წელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის წარმატებული იყო. ეტაპობრივად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია და უკვე რამდენიმე პროგრამამ წარმატებით გაირა კიდეც, განახლდა ინფრასტრუქტურა, განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით განხორციელდა არაერთი საერთაშორისო პროექტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პროფესორის, სტუდენტის და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ, 2023 წელს. სიკეთეს, ჯანმრთელობას, მშვიდობას და მორიგ წარმატებებს გისურვებთ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა