სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ს სტუდენტების წარმატება ალკალას უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტებმა, მადრიდში, ალკალას უნივერსიტეტში 23 ნოემბერს გამართულ კონკურსში “Going abroad Fair” გაიმარჯვეს. სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია საქართველოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ. ასევე, მოაწყვეს სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ბსუ- საგანმანათლებლო პროგრამებზე, ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე. ღონისძიების დასასრულს ბსუ- სტუდენტებმა საუკეთესო სტენდის ნომინაციაში გაიმარჯვეს, გადაეცათ სპეციალური საჩუქრები და სერტიფიკატები. საღამოში ქართველებთან ერთად აშშ-, ჩინეთის, რუსეთის, შვედეთის, იტალიის, პოლონეთის, საფრანგეთისა და ირლანდიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, Erasmus +-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ალკალას უნივერსიტეტში იმყოფება ტურიზმის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები: ნინო კონცელიძე, ქსენია ბედია, ჯეიმარ ფარტენაძე, თამთა ქარცივაძე, ქრისტინა აფაქიძე და გიორგი ზაქარაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა