სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

სტიპენდიები ესტონეთში

ტარტუს უნივერსიტეტი ყველაზე ძველი და გამოცდილი ესტონეთში, აცხადებს მაგისტრატურის სტუდენტების მიღებას ერთი სემესტრით ნარვას კოლეჯში, 2017 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

10 სტიპენდია არის ხელმისაწვდომი მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ განათლების ფაკულტეტზე ან მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე.

პროგრამა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სრული 30 კრედიტი.

თვიური სტიპენდია შეადგენს 400 ევროს, პროგრამა ასევე სტუდენტს ეხმარება მგზავრობისა(300 ევრო) და ვიზის ხარჯების (80 ევრო) ანაზღაურებაში.

სტიპენდიები დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

საჭირო დოკუმენტაცია:

  1. შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა აქ.
  2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (უნივერსიტეტისგან)
  3. ნიშნების ფურცელი წინა სემესტრის (იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი მაგისტრატურის 1 კურსის სტუდენტია ბაკალავრის დიპლომის ნიშნების ფურცელი/დანართი)
  4. მოტივაციის წერილი (არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  5. რეკომენდაციის წერილი (ხელმძღვანელ პროფესორისგან)
  6. ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან ცნობა ( მინიმუმ  B2)
  7. პასპორტის ქსეროასლი (1-ლი გვერდი)

საჭირო დოკუმენტაცია უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

აპლიკაციის გაგზავნის  ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2016

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა