სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ვიზიტი რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტში

სურათი

10-16 მარტს, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი შოთა როდინაძე აკადემიური მობილობით იმყოფებოდა რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტში (ბულგარეთი). შოთა როდინაძემ ლექციები წაიკითხა და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა II და III კურსის სტუდენტებთან ჰუმანიტარულ და პედაგოგიურ მეცნიერებათა მიმართულებებით. ვიზიტის ფარგლებში შოთა როდინაძე გაეცნო საგანმანათლებლო პროგრამებს, საუნივერსიტეტო ცხოვრებას, მიმდინარე სასწავლო პროცესსა და სიახლეებს, ასევე შეხვდა უნივერსიტეტის დეპარტამენტების, ლაბორატორიებისა, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენლებს და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა