სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

რუმინეთის მთავრობის სტიპენდიები

სურათი

გამოცხადდა რუმინეთის მთავრობის სტიპენდიები  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის. აპლიკანტებს შეუძლიათ, აირჩიონ მათთვის საინტერესო სასწავლო პროგრამა ყველა სფეროში, გარდა მედიცინისა, სტომატოლოგიური მედიცინისა და ფარმაციისა. ბაკალავრის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სასწავლო პროგრამები ხელმისაწვდომია მხოლოდ რუმინულ ენაზე, რაც ხელს უწყობს რუმინული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას.  სადოქტორო სტიპენდიის მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლა რუმინულ ენაზე ან სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილ უცხო ენაზე. 

სწავლების დაწყებამდე სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ  რუმინული ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი, გამონაკლისია სადოქტორო სტიპენდიის მფლობელები, რომლებმაც აირჩიეს სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი უცხო ენა.

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ პლატფორმის საშუალებით, 2024 წლის 16 მარტამდე.

რეგისტრაციის ბმული:  https://scholarships.studyinromania.gov.ro/scholarship-auth

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://scholarships.studyinromania.gov.ro/scholarship-about

 შერჩევის შედეგები გამოცხადდება დაახლოებით 2024 წლის 15 ივლისს.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა