სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ზალცბურგის უნივერსიტეტის მასწავლებელთა აკადემია - PoSIG 2024

სურათი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ზალცბურგის უნივერსიტეტის მასწავლებელთა აკადემია - PoSIG 2024 აცხადებს კონკურსს სემინარში „სექტორული ინტეგრაცია: ახალი გზები ევროკავშირის წევრობისკენ“ და სთავაზობს მონაწილეობის მიღებას ბსუ-ს პოლიტიკური მეცნიერებების/საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მომუშავე პერსონალს. სემინარი ჩატარდება 2024 წლის 21-24 ოქტომბერს ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი - B2.

საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მინიმუმ - B2;
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • აბსტრაქტი სემინარის თემატიკის შესაბამისად (ინგლისურ ენაზე);

კონკურსის ეტაპები

პირველი ეტაპი:

1.      აბსტრაქტის გაგზავნა ზალცბურგის უნივერსიტეტში მისამართზე  doris.wydra@plus.ac.at  არაუგვიანეს 2024 წლის 31 იანვრისა.

2.      2023 წლის 08 დეკემბერი - 2024 წლის 31 იანვარი (15:00 საათამდე)საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:

აკადემიური პერსონალისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით;

მოწვეული მასწავლებლისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php  და ელ. ფოსტაზე  chancellery@bsu.edu.ge

მეორე ეტაპი:

გასაუბრება - 2024 წლის 2 თებერვალი

სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს  მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას. არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ. მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა