სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

მაქს ვებერის ფონდის კვლევითი სტიპენდია

სურათი

მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისი აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე დოქტორის ხარისხის მქონე აქტიურ მკვლევრებს, რომლებიც სწავლობენ/თანამშრომლობენ საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. სტიპენდია ითვალისწინებს 1-დან 2 თვემდე მობილობის შესაძლებლობას მონაწილისთვის სასურველ  გერმანიის კვლევით ცენტრებში, ბიბლიოთეკებში ან საარქივო ფონდებში.

მობილობის პერიოდი: 1 მარტი - 31 ივლისი, 2024 წელი

სტიპენდიის რაოდენობა:

  • მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის – თვეში 1 400 ევრო;
  • დოქტორის ხარისხის მქონე მკვლევრებისთვის – 1 700 ევრო.
  • მგზავრობის ხარჯები – 550 ევრო.

დაინტერესების შემთხევაში აპლიკანტმა მოთხოვნილი დოკუმენტები  უნდა გააგზავნოს ერთ PDF ფაილის სახით შემდეგ მისამართზე: info@mwsgeorgia.org

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი, 2024 წელი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://mwsgeorgia.hypotheses.org/869

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა