სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

საფრანგეთის მთავრობის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა

სურათი

საფრანგეთის მთავრობის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა 2021-2022 სასწავლო წლისთვის მსურველებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე). პროგრამა აფინანსებს სხვადასხვა მიმართულების სასწავლო პროგრამებს.
 

პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებები:

  • განათლება;
  • სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია;
  • ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;
  •   ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია;
  • სამართალი;
  • მენეჯმენტი;
  • საჯარო მმართველობა.

იმისათვის, რომ შეძლოთ განაცხადის გაკეთება:

  • უნდა იყოთ დაინტერესებული სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით;
  • უნდა ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს, ან იმყოფებოდეთ დამამთავრებელ კურსზე;
  • უნდა იყოთ მაქსიმუმ 30 წლის ასაკის;
  • უნდა ფლობდეთ ფრანგულ ან ინგლისურ ენას. 

დამატებითი ინფორმაციისათვის  ეწვიეთ შემდეგ მისამართს: https://institutfrancais.ge/ka/about-us/events/samagistro-stipendiebi-safrangetshi-/
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2021 წლის ოთხ მარტამდე განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.:
https://iec.gov.ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/2021-2022-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/france-program

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა