სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვალენსიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

სურათი

 „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვალენსიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლის მსურველი რეგისტრირებული  სტუდენტების ტესტირება და გასაუბრება ინგლისურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 29 სექტემბერს (35-ე აუდიტორია, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი).
1. ტესტირება - 11:00 საათი, ინგლისური ენა  (B2 დონე, ვალენსიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნით);
2. გასაუბრება-13:00 საათი.

საბუთების მიღება:

საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 17 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე ელექტრონულ ბმულზე (საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დახმარებით)  http://registration.bsu.ge

და ასევე მატერიალური სახით - ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით 2020 წლის 17 სექტემბრიდნ 28 სექტემბრის ჩათვლით, (სამუშაო საათები 11:00 - 15:00 საათი).

დოკუმენტების წარმოდგენა ორივე სახით აუცილებელია.

საჭირო დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა