სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

Erasmus+-ის აკადემიურ პირთა მობილობა კროსნოს სახელმწიფო კოლეჯში

სურათი

20-24 მაისს, ერაზმუს+-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთში, კროსნოს სახელმწიფო კოლეჯში იმყოფებოდა ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი გუგული დუმბაძე. პროფესორმა გუგული დუმბაძემ ერთი კვირის განმავლობაში ლექციები ჩაატარა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის შემდეგ საკითხებზე: გარემოს (ჰაერი, ნიადაგი, წყალი დაბინძურება) დაბინძურება, როგორც გლობალური ეკოლოგიური პრობლემა; საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები; გარემოს ტოქსიკანტები,  ადამიანში მათი შეღწევის გზები და ზემოქმედების ეფექტები;  Haliomorpha halys, როგორც ინვაზიური მავნებელი მწერი საქართველოში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა