ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

მკვლევრებმა მონაწილეობა მიიღეს დუზჯეს უნივერსიტეტის საერთაშორისო სიმპოზიუმში

სურათი

27-28 ოქტომბერს, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა, ისტორიის დოქტორმა როინ მალაყმაძემ და ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების უფროსმა, ფილოლოგიის დოქტორმა ელზა ფუტკარაძემ მონაწილეობა მიიღეს დუზჯეს უნივერსიტეტის საერთაშორისო სიმპოზიუმში. სიმპოზიუმი ეძღვნებოდა დუზჯეს უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის განყოფილების ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ათი წლისა და დუზჯეს ქართული კულტურის ასოციაციის 25 წლის იუბილეს. სიმპოზიუმზე მონაწილეებმა წარადგინეს მოხსენება თემაზე: „სამშობლოს სიყვარული გამიჭირდა“ (იბრაიმ გორაძის ცხოვრება-მოღვაწეობის ეპიზოდები).

სიმპოზიუმის ფარგლებში შეხვედრები შედგა დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორთან და კავკასიოლოგიის განყოფილების ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პროფესურასთან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა