ტურიზმის ფაკულტეტი

სასტუმრო ,,DIVAN ბათუმი“ - დასაქმების შანსი სტუდენტებისთვის

სურათი

სასტუმრო ,,DIVAN ბათუმის“ გენერალური მენეჯერი ბულენთ ავქუთ სუზერი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა ახალგაზრდებს საერთაშორისო ბრენდი ,,,DIVAN ბათუმი“ წარუდგინა და ტურიზმის ფაკულტეტთან პარტნიორობის სტრატეგიის მნიშვნელობასთან ერთად დასაქმების შესაძლებლობებზე ესაუბრა. ივლისში 10 სტუდენტი ბოდრუმში სასტუმრო „DIVAN“-ის ქსელში ორთვიან პრაქტიკას გაივლის და ანაზღაურებას მიიღებს 500 აშშ დოლარის ოდენობით. დღემდე თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის კომპანიებში ტურიზმის ფაკულტეტის 200-მდე სტუდენტია დასაქმებული. სასტუმრო ,,DIVAN“ ბათუმი მეოთხე საერთაშორისო ბრენდია, რომელთანაც ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტი აქტიურად  თანამშრომლობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა