25 აგვისტო 2026 წელი

ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალაბრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, ლიკა ცეცხლაძე, 2026-2027 წლის შემოდგომა-ზამთრის სემესტრში სწავლას ,,Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლატვიაში, ვიძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (ViA) გააგრძელებს. ლიკა 5 თვის განმავლობაში ისწავლის „ტურიზმის ორგანიზაცია და მართვის“ პროგრამაზე, სადაც გაიღრმავებს პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში. ვულოცავთ ლიკას ამ მნიშვნელოვან შესაძლებლობას და ვუსურვებთ წარმატებებს, საინტერესო გამოცდილებასა და დაუვიწყარ სტუდენტურ თავგადასავლებს