25 ივნისი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტსა და ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროში საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებას, სტუდენტთა პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და მათი დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობას.
მემორანდუმის ფარგლებში, ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები ჩაერთვებიან პრაქტიკულ და კვლევით აქტივობებში, მონაწილეობას მიიღებენ ტურისტული პროდუქტების განვითარების, ტურისტული მარშრუტების კვლევისა და ტურისტული ღონისძიებების ორგანიზების პროცესში.
თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, ტრენინგების, მასტერკლასების, საველე პრაქტიკების, სამეცნიერო კვლევებისა და სტუდენტური ინიციატივების განხორციელებას. ასევე სოფლის, ღვინის, ეკო და მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებებს.
მემორანდუმი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.