30 აპრილი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT - 2026’’მონაწილეობს. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დამთვალიერებლებს ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სერვისები გააცნეს და ტურისტული პროდუქტები წარუდგინეს.
გამოფენაში 90 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს და მისი მიზანია ტურიზმის სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი კონტაქტების დამყარება.