17 მარტი 2026 წელი

ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფაზა II-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს Mercy Corps-ის საქართველოს წარმომადგენლობა, International Partnerships Austria-ის დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერები არიან SCapp და SOCAR Georgia Petroleum.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროექტის მიზნების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებას, ახალი ბიზნესების შექმნისა და არსებული საქმიანობის გაფართოების ხელშეწყობას.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ RDYE პროექტის, მისი ძირითადი მიმართულებებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ.