ტურიზმის ფაკულტეტი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის წარმატებული საერთაშორისო სტაჟირება ჰამბურგში და ახალი ევროპული გამოცდილება სტუდენტებისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებმა 10-15 მარტს ჰამბურგში (გერმანია) „საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის“ სტაჟირების პროგრამის დასკვნით ნაწილში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა მიზნად ისახავდა ევროპული გამოცდილების გაზიარებას და ქართულ სასტუმრო ინდუსტრიასთან მიმართებით არსებული მახასიათებლებისა და განსხვავებების შესწავლას.

ფაკულტეტის სტუდენტებისთვის შემუშავებული სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა შეისწავლეს ჰამბურგის უმაღლესი კლასის სასტუმროების - Baseler Hof, Villa Viva, Reichshof, Bikini Hotels, Grand Elysee, 25hours Hafencity, The George Hotel  მართვის სპეციფიკა, გამართეს პროფესიული დისკუსიები გენერალურ მენეჯერებთან და გაიღრმავეს პრაქტიკული ცოდნა მასპინძლობის ინდუსტრიაში.

პროგრამის საზეიმო დახურვაზე სტუდენტებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადასცა რიგით მეექვსე სტაჟირების პროგრამის ორგანიზატორმა და მთავარმა ფინანსურმა მხარდამჭერმა, „Solutions Holding GmbH“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბსუ-ს საპატიო დოქტორმა, პროფესორმა შტეფან გერჰარდმა.

ფაკულტეტის განვითარებისა და ქართველი სტუდენტების ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, პროგრამის ორგანიზატორებს: პროფესორ შტეფან გერჰარდსა და პროექტში აქტიურად ჩართულ ბსუ-ს საპატიო დოქტორს, ბატონ გერალდ ვეტსელს „ფაკულტეტის მეგობრის“ საპატიო წოდება მიენიჭათ და სიგელები გადაეცათ.

პროექტი განხორციელდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თანადაფინანსებით, რაც მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა