ტურიზმის ფაკულტეტი

საფრანგეთის ელჩი, ოლივიე კურტო, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტს ეწვია

სურათი

ბსუ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ოლივიე კურტოს უმასპინძლა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედმა, ტურიზმის ფაკულტეტის დაქვემდებარებაში არსებულმა დასაქმების ფრანკოფონულმა ცენტრმა (CEF-ბათუმი). შეხვედრა გაიმართა მეგობრულ და არაფორმალურ გარემოში, სადაც ელჩი აჭარის რეგიონის ფრანგული ენის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

ღონისძიების მიმდინარეობისას ელჩმა DELF-ის დიპლომები გადასცა რეგიონის რამდენიმე სკოლის მოსწავლეს და წარმატებები უსურვა მათ. ასევე, დიდი მადლობა გადაუხადა აჭარის რეგიონის ფრანგული ენის პედაგოგებს ფრანგული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა