ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტემპუსის პროექტი - MathGeAr - 543868-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPCR

სურათი

ტემპუსის MathGeAr   -  543868-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPCR   პროექტის  ფარგლებში   ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ,  ადმინისტრაციულ  პერსონლათან  და სტუდენტებთან. პროექტის ლოკალურმა კოორდინატორმა პროფესორმა ვლადიმერ ბალაძემ მსმენელებს პროექტის შინაარსი და მიზნები გააცნო. ასევე გერმანიის, საფრანგეთის და ფინეთის უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრა საგანმანათლებლო პროგრამებში და სილაბუსებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადებას. მოწვეული სტუმრების წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ პროექტის წევრები  ასოც. პროფესორები: ლ.. თურმანიძე, დ. მახარაძე, ა. ბერიძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა